კორონავირუსი

მამა ანდრია კორონავირუსზე ეკლესიის რეაქციაზე: ზიარებას უწოდეს ანტისეპტიკი, ცხენი დაფრინავს...

უფრო დიდი საშიშროებაა, რასაც დავაკვირდი ზოგადად და მღვდელმთავრების გამოსვლებიც იყო, ზიარებას უწოდებენ ანტისეპტიკს. ამაზე დიდი უბედურება დღევანდელ ეკლესიაში მე რა უნდა შევამჩნიო ან რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი. ან როდესაც ცხენი დაფრინავს...გარკვეული საკითხები არის, სადაც შეიძლება კრიტიკას ავუქციოთ გვერდი, რადგან პიროვნულად ვიღაცების პატივისცემა გვქონდეს, მაგრამ ზიარებას უწოდო ანტისეპტიკი, ეს არის საეკლესიო დარღვევა. 

ამ განცხადების მერე კორონავირუსით დაინფიცირებულმა ადამიანმა რომ იფიქროს, თურმე ანტისეპტიკია ზიარება და მივარდეს იმ რწმენით, რომ კორონავირუსისგან განიკურნება, წარმოიდგინეთ, რა მოხდება.

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ტვ პირველის ეთერში კორონავირუსის პერიოდში ზიარების წესზე საუბრობს. ის გამოეხმაურა ილია მეორეს განცხადებას, რომ ჰქონდა ხილვა - ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, მერე დანერწყვა მიწა, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. მამა ანდრია საუბრობს მეუფე ნიკოლოზის განცხადებაზეც, რომელმაც თქვა, რომ ზიარება ანტისეპტიკია.

კომენტარები