კორონავირუსი

კორძაია: ერთი ტაძრის დეზინფექცია ჩატარდა? ვერ დავინახეთ, რომ საპატრიარქო მრევლზე ზრუნავს

მადლობა დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომელიც 24-საათიან რეჟიმში გვიხსნის, მაგრამ ვერც ბატონი ამირანი და ვერც ბატონი პაატა ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას პრემიერმინისტრისა და მთავრობის მაგივრად, ისინი აძლევენ რეკომენდაციებს.

როცა დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვეუბნება, რომ კარგია, მიზანშეწონილია თავშეყრის ადგილებში, უნივერსიტეტებმა, სკოლებმა, შეაჩერონ სწავლა, თვითიზოლაცია მოხდეს, დეზინფექცია ჩატარდეს, "მარშუტკების" დეზინფექცია თუ ხდება და დარწმუნებული ვარ, მერიის დავალებით აკეთებენ, რატომ ვლაპარაკობთ რელიგიის თავისუფლებაზე? სად არის საპატრიარქოს პასუხისმგებლობა, ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილებში ერთი ტაძრის დეზინფექცია თუ ჩატარდა?! რატომ ვლაპარაკობთ საერთოდ რწმენის თავისუფლებაზე, როცა ტაძრები არის ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილი, რწმენის თავისუფლებას უკავშირდება ის, რომ მრევლს გაუფრთხილდე.

პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ ჩვენი საპატრიარქო ჩვენზე, მრევლზე ზრუნავს. ეს ქვეყანა მრავალფეროვანია, მათ შორის რელიგიურადაც და მართლმადიდებელი, რომელი იმ ეკლესიიდან გამოვა, არამართლმადიდებელთანაც აქვს კომუნიკაცია და რომ გამოიტანოს? ეს ხომ არ არის ტოლერანტული დამოკიდებულება სხვა მრწამსის მქონე ადამიანების მიმართ. ელემენტარულ საკითხებზე ვსაუბრობთ.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია ტვ პირველის ეთერში საუბრობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, ზიარების წესის შეცვლა არ იგეგმება.

კომენტარები