კორონავირუსი

კალაძე: მინდა დავამშვიდო ხალხი, კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ ყველა ღონისძიებას ვატარებთ

თბილსერვის ჯგუფმა პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა 54 მიწისქვეშა გადასასვლელში. ჩვენ ვაგრძელებთ და ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი ანალოგიური ხსნარებით იქნება დამუშავებული. 

პრევენციის მიზნით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი. დეზინფექცია უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს. საპროფილაქტიკო ღონისძიებები ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ დედაქალაქის მერიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, საბავშვო ბაგა-ბაღებში არდადეგები არის გამოცხადებული, რომ ყველანაირად თავი დავიზღვიოთ. 

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თბილისი მერიის ყველა შესაბამისი სამსახური სრულად არის მობილიზებული. გათვალისწინებულია სპეციალისტთა რეკომენდაციები. მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს როგორც ჯანდაცვის სამინისტოსთან, ასევე ყველა იმ უწყებასთან, რომელიც ამ საბჭოში შედის. მიღებული გვაქვს რეკომენდაციები და ინსტრუქციები, რომელთა ფარგლებშიც ბაგა-ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტებში, სახელოვნებო სკოლებში, სერვის ცენტრებში, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. 

მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები