პრეზიდენტის მოხსენება

ზურაბიშვილი: აგრესიამ, სიძულვილმა, შეურაცხყოფამ შეცვალა ქართულ ღირებულებათა სისტემა

აგრესიამ, სიძულვილმა, შეურაცხყოფამ შეცვალა ქართულ ღირებულებათა სისტემა.

მივიღეთ: აგრესია - შემწყნარებლობის ნაცვლად. სიძულვილი - სიყვარულის ნაცვლად. შეურაცხყოფა - ზრდილობის ნაცვლად. ეგოიზმი და კარჩაკეტილობა - სოლიდარობის ნაცვლად. შიში - ტრადიციული სიმამაცის ნაცვლად.

ღირებულებები, რომლებიც ქართული კულტურის წიაღიდან, ქრისტიანობიდან, რუსთაველიდანაა ამოზრდილი, დღეს მთლიანად, ან თითქმის მთლიანად უარყოფილია. საზოგადოება ერთგვარ დეპრესიაშია. ჩვენ საკუთარ თავს ვეღარ ვცნობთ.

ეს, ძირითადად, იმიტომ გვემართება, რომ ჩაძირული ვართ საკუთარ თავში, პოლიტიკურ ციებ-ცხელებაში. სიძულვილს, შეურაცხყოფასა და აგრესიას მიაქვს ჩვენი ენერგია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას.

კომენტარები