პრეზიდენტის მოხსენება

ზურაბიშვილი: ხანმოკლე პერიოდში საქართველომ, როგორც ღვინის აკვანმა, თავი გააცნო მსოფლიოს

ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამ ხანმოკლე პერიოდში საქართველო, როგორც ღვინის აკვანი, თავს გააცნობდა მსოფლიოს, და ეს სტატუსი კითხვის ნიშნისა და ეჭვის ქვეშ არც დადგებოდა, რომ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე იგი თავის კუთვნილ ადგილს მოიპოვებდა.

რაც მთავარია, ჩვენი ახალგაზრდები მსოფლიოს უნივერსიტეტებსა და საერთაშორისო სამეცნიერო შეჯიბრებებში მნიშვნელოვან და საამაყო წარმატებებს აღწევენ.

30 წელიწადში მივიღეთ ახალი თაობა - სრულიად თავისუფალი, უშიშარი და უკომპლექსო.

ამ მიღწევებს ვერც ერთი მთავრობა მთლიანად ვერ მიიწერს, ისიც ცხადია, რომ ყველას მიუძღვის წვლილი. ეს მიღწევები საზოგადოების დამსახურებაა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას.

კომენტარები