ზურაბიშვილის მოხსენება

ბაქრაძე: ზურაბიშვილი არ არის ღირებულ პოლიტიკურ ფიგურა, "ოცნების" პოლიტიკური დანამატია

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რაზე ისაუბრა დღეს ქალბატონმა ზურაბიშვილმა პარლამენტში, იმიტომ რომ მისი ერთი წლის გაკეთებული საქმეებიდან საზოგადოებას ახსოვს ლავროვის მოწვევა საქართველოში, ახსოვს მკვლელების შეწყალება, ახსოვს დავით გარეჯის პრობლემის შექმნა და ირანული ანტიკვარული მამლების შეძენა. ამიტომ, ამ ფონზე, რაზე ისაუბრა მან პარლამენტში არის სრულიად მეათეხარისხოვანი, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ღირებულ პოლიტიკურ ფიგურას და ის არის უბრალოდ ქართული ოცნების პოლიტიკური დანამატი. აქედან გამომდინარე, ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ არ მიგვეღო მონაწილეობა და არ ვყოფილიყავით დღეს საპარლამენტო დარბაზში. 

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილის მოხსენების შესახებ.

კომენტარები