საარჩევნო სისტემა

ბაქრაძე: ოცნებას სურს, მათ გაფუჭებულ საქმეზე ნაბიჯის უკან გადადგმისთვის ტაში დავუკრათ

დღეს, როდესაც ქართული ოცნება ცდილობს, რომ კონსტრუქციულ ნაბიჯად გამოიყვანოს ის, რომ 10 კაცი დაამატეს [პროპორციულ სისტემას] - ეს ზუსტად იგივეა, რაც გააკეთეს ლარზე, როცა დოლარი გახდა სამი და ახლა ცოტათი რომ გამყარდა, უნდათ გვაჩვენონ, რომ არიქა, რა კარგები ვართ და ტაში დაგვიკარით. ეს მათი სტილია - ძალიან გააფუჭებენ საქმეს, შემდეგ ამ ძალიან გაფუჭებულიდან ნაბიჯს უკან გადმოდგამენ და უნდათ, რომ ტაში დავუკრათ და არ დავუკრავთ ტაშს.

ჩვენი მოთხოვნა არის იგივე, რის გამოც ადამიანებმა, ახალგაზრდებმა სისხლი დაღვარეს რუსთაველზე და თვალები დაკარგეს. ეს იყო პროპორციული არჩევნები. ამიტომ, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები იყოს პროპორციული და იმის გამო, რომ ქართულმა ოცნებამ პროპორციული ჩააგდო, ყველაფერი გააფუჭა, ქვეყანა კრიზისში ჩააგდო და ახლა ამ გაფუჭებულიდან უკან დგამს ნაბიჯს და გვეუბნება, რომ იცი, რა, მოდი 110 იყოს, ეს მათი მხრიდან მისაღებ დათმობად ნამდვილად არ ჩაითვლება

ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები