გოგუაძე: ჩვენ მივყვებით პროცესს, შეთანხმება შეიძლება, შედგეს, შეიძლება - ვერ

ჩვენ მივყვები პროცესს - შეთანხმება შეიძლება შედგეს, შეიძლება, ვერ შედგეს. ოპოზიციამ ყველანაირი კომპრომისული ვერსია შესთავაზა. იმათ გვითხრეს, რომ მაჟორიტარების შემცირება არის გზაო. რადგან მაჟორიტარების შემცირებაა გზა და თანაც თვითონ გვეუბნებიან, რომ 40%-ს თუ აიღებს პარტია, ის ვერ დააკომპლექტებს მთავრობას ერთპარტიულადო, მაშინ ეს ძალიან კონკრეტულ რიცხვებზე გადის და ეს არის 130/20-ზე. ასე რომ, ახლა რაც არ უნდა გვითხრან, ეს ხო პრინციპის ამბავია, რომ არ უნდა ჰქონდეს პარტიას, რომელსაც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს, იმის შესაძლებლობა მაჟორიტარების ხარჯზე, რომ ერთპარტიულად დააკომპლექტოს ხელისუფლება და ასე რომ რაც არ უნდა 110/40 შემოგვთავაზოს ხელისუფლებამ, არ იცვლება არსობრივად სისტემა. არსობრივად იცვლება 130/20-ით

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ნინო გოგუაძემ, ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები