უგულავას წერილი ციხიდან

უგულავა: არაა მნიშვნელოვანი როდის მოუნდება ივანიშვილს ჩემი მეოთხედ დაპატიმრება ან გამოშვება

მერაბ კოსტავას ცნობილი სიტყვების პერიფრაზი რომ მოვახდინოთ - მთავარია, სად იქნება ეროვნული მოძრაობა და არა ის, სად ვიქნებით ჩვენ ეროვნულ მოძრაობაში. დიახ, დღეს ჩვენს ბრძოლას ჰქვია ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ და ამ ბრძოლას ხალხი აუცილებლად მოიგებს. არ ვაპირებ ივანიშვილთან კატა-თაგვობანას თამაშს. საერთოდ არაა მნიშვნელოვანი როდის მოუნდება მას ჩემი მეოთხედ დაპატიმრება ან გამოშვება.

მან მძევლად ამიყვანა მე და სხვა პოლიტპატიმრები, იმის იმედით რომ მისთვის სასარგებლო და ქვეყნისთვის საზიანო საარჩევნო სისტემის გამოვაჭრებით, გაიხანგრძლივოს ძალაუფლება. ის ამ მიზანს ვერ მიაღწევს.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ციხიდან წერილს ავრცელებს.

კომენტარები