უგულავას წერილი

ბაქრაძე უგულავაზე და რურუაზე: ეს არის პოზიცია რომელიც კარს უხსნის შეთანხმების პერსპექტივას

პატიმრობაში მყოფი გიგი უგლავას განცხადება, ისევე როგორც გიორგი რურუას განცხადება, ეს არის ღირსეული, ვაჟკაცური და სახელმწიფოებრივი პოზიციის დაფიქსირება. და ეს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების კარი არ არის დახურული  და თუ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება გამოვიდეს მართლაც რეალისტური და ნორმალური მოდელით და არა ისეთით, რასაც გვთავაზობენ დღეს, რომელიც ემყარება რაღაც ხელოვნურ ჩამკეტებს და დათქმებს და რომელიც პირდაპირ არის მორგებული კონკრეტული ფეოდალი მაჟორიტარების ინტერესებს. თუ ამის ნაცვლად ხელისუფლება შემოვა პროპორციული არსის მქონე კომპრომისული კანონპროექტით, კარი დახურული არ არის და შეთანხმება შესაძლებელი. პოზიცია რომელიც დააფიქსირეს გიგი უგულავამ და ნიკა რურუამ აჩენს ისტორიულ შანსს, რომ ხელისუფლების გონიერების პირობებში მათი მხრიდან ნორმალური სისტემით შემოსვლის პირობებში შედგეს შეთანხმება და ჩატარდეს ნორმალური არჩევნები. ეს არის პოზიცია რომელიც კარს უხსნის შეთანხმების პერსპექტივას. და რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ პასუხიმგებლობა და ბურთი მთლიანად არის ქართული ოცნების მხარეს.

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე გიგი უგულავასა და გიორგი რურუას მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილზე, სადაც ისინი წერენ, რომ არ სურთ მათი გათავისუფლების საკიტხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად.

კომენტარები