კალიულაიდი: თუ საქართველოს EU-ს და NATO-ს წევრობა სურს, ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორც წევრი

მიმდინარე მოვლენები იმას გვაჩვენებს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არ დაკარგოს მიზნები და არ დაკარგოს წინსვლის სურვილი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კონკრეტულ შედეგს ვერ იღებდე. შეიძლება არ არსებობდეს ლიბერალურ-დემოკრატიულ კლუბებში გაწევრიანების კონკრეტული შემოთავაზება, რაც სამწუხაროდ, საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში, გარკვეული პერიოდი სავარაუდოდ, ასე დარჩება. მაგრამ ქვეყანა უნდა გარდაიქმნას საკუთარი თავისთვის. უნდა ჰქონდეს თავისუფალი მედია, შექმნას ეკონომიკური გარემო და ჰქონდეს ყველა ის ელემენტი, რომელიც ინვესტორებში ნდობას გააჩენს და მათ აფიქრებინებს, რომ აქაც ისე თანასწორუფლებიანად მოექცევიან, როგორც სხვა სანდო ქვეყანაში.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, რომ ვიცით, ევროკავშირში გაწევრიანებასთან ახლოს არ არიან. მეორეს მხრივ, მზადყოფნა აუცილებელია. არასოდეს იცი როდის შეიძლება გამოჩნდეს შესაძლებლობა და თუ არ აკმაყოფილებთ კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, გაწევრიანება ძალიან ძნელი იქნება და თქვენ შესაძლებლობების ისტორიულ ფანჯარას გაუშვებთ ხელიდან. ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ პოლიტიკოსებს. თუ გინდათ იყოთ რომელიმე კლუბის წევრი, ზუსტად ისე უნდა გამოიყურებოდეთ, როგორც ამ კლუბის წევრები.

ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა ამის შესახებ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები