კორონავირუსი საქართველოში

თურნავა: ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია ახლა არის ფრონტის ხაზზე, პირველი დარტყმა მოდის მათზე

ხატოვნად რომ ვთქვათ, ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია ახლა არის ფრონტის ხაზზე, იმიტომ რომ პირველი დარტყმა მოდის მათზე და ეს დარტყმა არის მათ შორის ჩვენი შეგნებული პოლიტიკის შედეგიც, რასაც თვითონ ტურიზმის ინდუსტრიაც იზიარებს, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს.

ტურისტული ინდუსტრია საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი მომავლის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჯავშანი გაუქმებულია ან გადადებულია. ყველა უყურებს ამას, როგორც დროებით პრობლემას და მაისიდან არის მოლოდინი, რომ იქნება გადალახული. განწყობები ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული ინდუსტრიისთვის, რაც ეფუძნება, ზოგადად, ტურისტების განწყობას. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც მაისი-ივნისიდან კვლავ ცხოვრების ნორმალური რიტმი აღდგება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.

[ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე] არავინ საუბრობდა, რომ ვინგრევით, ვიქცევთ და ტოტალური დახმარება გვჭირდება. დახმარებაშიც კი მათ ოპტიმიზმი შეინარჩუნეს და თქვეს, რომ ვითხოვთ მხოლოდ დროებით ღონისძიებებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პალიტრა ტვ-ის ეთერში კორონავირუსის შედეგად ტურიზმის ზარალზე საუბრობს.

კომენტარები