არჩევნები 2020

დეგნანი: დემოკრატიის არსია, ოპონენტთან ერთად მუშაობდე კომპრომისზე, ჩვენ ამას ვუჭერთ მხარს

მე სრულად გავეცანი წარმომადგენელთა პალატის წევრ კინზინგერთან ამერიკის ხმის ინტერვიუს და ვფიქრობ, მისი გზავნილი საკმაოდ მკაფიო იყო - რომ საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში ნამდვილად სურთ, საქართველომ მიაღწიოს წარმატებას და წარმატება საქართველოსთვის იქნება პოლიტიკური ლიდერების მიერ საკმარისი პოლიტიკური გამბედაობის ჩვენება იმისათვის, რომ მიაღწიონ ისეთ შეთანხმებას ოქტომბრის არჩევნებისთვის, რომელსაც ყველა მხარე დაეთანხმება და ყველა დაუჭერს მხარს. სწორედ ამაზე მუშაობენ მხარეები.

უნდა ვთქვა, მოხარული ვარ, რომ ვხედავ მხარეების - მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების ნებას დასხდნენ მაგიდასთან და იმსჯელონ თავიანთ განსხვავებულ პოზიციებზე და შეეცადონ იპოვნონ გამოსავალი, რომელსაც ყველა დათანხმდება და რომელიც რეალურად წინ წაწევს საქართველოს დემოკრატიას და უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს არის დემოკრატიის არსი - იჯდე შენს ოპონენტთან ერთად და მუშაობდე კომპრომისზე. ეს არის, რასაც ჩვენ ვუჭერთ მხარს და იმედი მაქვს, ამას ვიხილავთ ძალიან მალე.

ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგზე.

კომენტარები