არჩევნები 2020

დეგნანი საარჩევნო დიალოგზე: საჭიროა ნამდვილი პოლიტიკური გამბედაობა, მე მართლა იმედიანად ვარ

ვფიქრობ, თუკი არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა და პარტიები ხედავენ მას, გადაწყვეტილება მალე უნდა იყოს მიღებული. თუკი ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს (თუმცა, გულწრფელად მჯერა, რომ ისინი გამონახავენ ყველასთვის მისაღები შეთანხმების მიღწევის გზას), ძალიან სამწუხარო მარცხი იქნება ყველა მხარისთვის. თუკი შეთანხმება ვერ მიიღწევა, არა მგონია, ვინმემ შეძლოს თავის გამარჯვებულად გამოცხადება.

ვფიქრობ, სწორედ ამის თქმა სურდა კონგრესმენ კინზინგერსაც თავის ინტერვიუში. წარმომადგენელთა პალატაში სწორედ ამის კეთება უწევს მას ყოველდღიურად. მან იცის რა რთულია ეს და ასეთ ვითარებაში წარმატებას რომ მიაღწიო, საჭიროა ნამდვილი პოლიტიკური გამბედაობა. თუმცა, მე იმედიანად ვარ. მართლა ასე ვარ

ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, საქართველოში საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ დიალოგზე.

კომენტარები