აშშ-საქართველო

დეგნანი რუსულ დელეგაციაზე: ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შემოეშვა მთავრობას კანონდამრღვევი

რა თქმა უნდა, ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია... თუკი მან გადაწყვიტა, რომ ღონისძიება ჩატარდეს სტრასბურგში, არ მგონია, ეს უპრეცედენტო მოვლენა იყოს. ადრეც მომხდარა. ყოფილა პრეცედენტი.

როგორც ვიცი, რუსეთი არ აპირებდა, მკაფიოდ ეთქვა, ვის გამოგზავნას გეგმავდა დელეგაციის ხელმძღვანელად. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მიეცა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში შემოსვლის ნება პირისთვის, ვინც არაერთხელ დაარღვია საქართველოს კანონები და სრულად უგულებელყო ისინი აფხაზეთში ჩასვლით. ეს საქართველოს აყენებს პოზიციაში, როცა არ წარმომიდგენია, როგორ შეძლებდა ქვეყანაში შემოსვლის ნება დაერთო მისთვის.

ეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, თუმცა ღონისძიების სტრასბურგში ჩატარება არ არის უპრეცედენტო მოვლენა

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, მაისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალზე, რომელიც რუსული დელეგაციის მონაწილეობის გამო, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში ჩატარდება.

კომენტარები