ევროპული საქართველო

უგულავა: ყავლგასულია ის ნარატივი, რომ დღეს ისევ მიშას და ბიძინას დაპირისპირებაა

ჩვენ 7 წელი ვუყურებდით ივანიშვილის რიტორიკას, რომ პოლიტიკური პროცესი არის მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის. მიხეილ სააკაშვილს, როგორც მსხვილ პოლიტიკოსს, ბუნებრივია, ეს თამაშi აწყობდა და, სწორედ ამიტომაც, მან პოლიტიკური სიცოცხლე შეინარჩუნა. თავისთავად, ივანიშვილს ძირშივე არასწორი ტაქტიკა ჰქონდა, როდესაც 2013 წლიდან ასეთი ნარატივი შესთავაზა, მაგრამ, ეს ნარატივი 2018-ში მეორე ტურთან ერთად დასრულდა.

დღეს რაც არ უნდა შეეცადოს, რომ ეს არის ორი პარტიის დაპირისპირება, ეს უკვე მცდარი და ყავლგასულია. დღეს არის ხალხის დაპირისპირება ივანიშვილთან და მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ამ ხალხის ნაწილია, ერთობის, რომელიც იკრიბება ლეიბორისტულ პარტიაში. ამიტომ, არსებითად ყავლგასულია ის ნარატივი, რომ დღეს ისევ მიშას და ბიძინას დაპირისპირებაა

განაცხადა პატიმრობაში მყოფმა ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა"

კომენტარები