კალაძე ძალადობის მსხვერპლ ქალებს: იბრძოლეთ, თქვენ გვერდით არის სახელმწიფო და საზოგადოება

ქალთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ ჩვენს ულამაზეს ქალბატონებს, რომელთა შრომა, მიზანდასახულობა, გონიერება, გულისხმიერება, ზრუნვა და, რასაკვირველია, სიყვარული აქცევს თითოეულ ჩვენგანს პიროვნებად.

მივმართავ საქართველოში მცხოვრებ იმ ქალებს, რომლებიც, სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ ძალადობის მსხვერპლნი ან ახლაც განიცდიან სხვადასხვა სახის ზეწოლას - არ შეშინდეთ, არ გაჩუმდეთ, ისაუბრეთ პრობლემაზე, იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის; თქვენ არ ხართ მარტო, თქვენ გვერდით არის სახელმწიფო და თქვენ გვერდით ვართ ჩვენ, საზოგადოება, რომლისთვისაც სრულიად მიუღებელია ჩაგვრა და ძალადობა.

ყველა ქალს ვუსურვებ ბედნიერებას, წინსვლას და წარმატებებს! გილოცავთ

წერს თბილისის მერი კახა კალაძე Facebook-ზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები