კორონავირუსი

ცერცვაძე: ველოდებით, რომ პირველი 3 პაციენტის გამოჯანმრთელება დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება

ანალიზებს ინფიცირებულებს სულ ვუღებთ, ყოველ სამ დღეში. ჯერჯერობით, ვირუსი არსად გამქრალა და არც იყო მოსალოდნელი. როგორც ითვლება, მსუბუქი შემთხვევების დროსაც გამოჯანმრთელება იწყება ორი კვირის შემდეგ. მათ ორი კვირა ჯერ არ გასვლიათ. ველოდებით, რომ დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება გამოჯანმრთელება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ვარაუდით, კორონავირუსით ინფიცირებული პირველი სამი პაციენტის (ორი ირანიდან ჩამოსული, ერთი - იტალიიდან) გამოჯანმრთელება დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება. ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19-ით დაავადებული 12 ადამიანი მკურნალობს, ხოლო საჩხერის საავადმყოფოში - 1.

კომენტარები