ვაშაძე: ხელისუფლების კომენტარები ძალიან შერბილებულია და საღ გონებასთან უფრო ახლოს არის

თქვენ თუ გახსოვთ, მეორე თუ მესამე რაუნდი იყო, მე თქვენ გითხარით, რომ სწორი მიმართულებით დაიძრა ხელისუფლება და იმედი მაქვს, რომ ეს მოძრაობა გაგრძელდება, მით უმეტეს, კომენტარები ძალიან შერბილებული არის და საღ გონებასთან უფრო ახლოს არის. ყველაფერს მივაღწევთ, ან ვერაფერს ვერ მივაღწევთ

ენმ-ის ერთერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში ამერიკის ელჩის რეზიდენციასთან, სადაც ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეხვედრა იმართება. ოპოზიციას ორი მოთხოვნა აქვს: პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული საარჩევნო სისტემა. სავარაუდოდ, ეს ბოლო მსგავსი შეხვედრაა, რადგან საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ კანონპროექტის წარდგენის ვადა იწურება.
მოკლე ბმული: