ბურჯანაძე: კონსტრუქციულად ვართ განწყობილნი, ვფიქრობ, შედეგით უნდა დასრულდეს ეს შეხვედრა

იმედი მინდა გამოვთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება წარმატებული. თუ შეთანხმება შედგება, ეს იქნება წარმატება ორივე მხარისთვის, როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლებისთვის და რაც მთავარია, ქვეყნისთვის. ვფიქრობ, შედეგით უნდა დასრულდეს დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ ძალიან კონსტრუქციულად ვართ განწყობილნი

დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საქართველოში ამერიკის ელჩის რეზიდენციასთან, სადაც ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეხვედრა იმართება. ოპოზიციას ორი მოთხოვნა აქვს: პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული საარჩევნო სისტემა. სავარაუდოდ, ეს ბოლო მსგავსი შეხვედრაა, რადგან საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ კანონპროექტის წარდგენის ვადა იწურება.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები