არჩევნები 2020

თალაკვაძე: საქართველოს პოლიტიკა გადადის ახალ ეტაპზე, სადაც პარტიები მეტს საუბრობენ

საქართველოსთვის არის პოზიტიური დღე, როცა პარტიებმა მოლაპარაკებებით მიაღწიეს შეთანხმებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მთავარ საარჩევნო საკითხებზე ამ ფორმატში იყო ბოლო შეხვედრა, თუმცა, ჩვენი, როგორც ხელისუფლების სურვილია, რომ ეს ფორმატი შენარჩუნდეს, ვინაიდან, აშკარად გამოჩნდა, რომ საქართველოს პოლიტიკა გადადის ახალ ეტაპზე, სადაც პარტიები მეტს საუბრობენ ერთმანეთში, სადაც პარტიები პოულობენ კომპრომისულ გადაწყვეტილებას. მომავალშიც - საქართველო არის რთულ რეგიონში, ჩვენ გვაქვს წინ ნატოს წევრობა, ჩვენ გვაქვს წინ ჩვენი ახალი გეგმები ევროკავშირთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს არჩევნები, მთავრობაა ჩამოსაყალიბებელი, შესაბამისად, ჩვენი წინადადება და სურვილია, ეს ფორმატი, ეს ატმოსფერო, რამაც ხელი შეუწყო შეთანხმებას, შენარჩუნდეს მომავალშიც. ვფიქრობ, მოიძებნება კონსტიტუციით ადგილი, სადაც ყველაზე ბუნებრივი შეიძლება იყოს, ამგვარი ფორმატის დაფუძნება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ითვალისწინებს მანდატების 120/30-ზე განაწილებას 1%-იანი ბარიერით. ასევე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

კომენტარები