არჩევნები 2020

სააკაშვილი: ხალხის დიდ ნაწილს უნდა, მე ჩავერთო პოლიტიკაში, ამის საშუალებაც უნდა მომეცეს

ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობის და უცხოელების გამო დატორტმანდა და ჩვენ ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტპატიმრების ნაწილის გამოსვლა, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს გიგი უგულავაც და სხვა პოლიტპატიმრებიც.

ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში და ამის საშუალებაც უნდა მომეცეს. და საერთოდ, უნდა იყოს ნორმალური პოლიტიკური პროცესი.

იდეალურ პოლიტიკურ სისტემას ახლა ვერ მივიღებთ, მაგრამ არჩევნების შემდეგ, სადაც ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, უბრალოდ, დავანგრევთ მის ოცნებას და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, მერე, რა თქმა უნდა, შეიძლება მიღება ბევრად უკეთესი საარჩევნო სისტემისა.

ახლა მთავარია მობილიზება, შეტევა და გამარჯვებისკენ ძალიან დარწმუნებული, გაერთიანებული ძალების სვლა

მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

კომენტარები