ეს არ არის არავის გამარჯვება და არავის დამარცხება. გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს ოქტომბერში, არჩევნებზე დავითვლით. ეს არის ქვეყნის გამარჯვება - მიმანიშნებელი იმისა, რომ საქართველოში ჩატარდება არჩევნები ჩატარდება და არა ორთაბრძოლები ძალაუფლების მოსაპოვებლად ან შესანარჩუნებლად.
წინ გრძელი გზაა - დაახლოებით ორთვე-ნახევარი დასჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებების კონსტიტუციად ქცევას. პარალელურად, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.
ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა ბევრი ქართველი მოქალაქის თავდაუზოგავმა შრომამ და ბრძოლამ და ჩვენი პარტნიორების თავდაუზოგავმა შრომამ ბოლო წლების განმავლობაში.