2020 არჩევნები

ლომჯარია: მნიშვნელოვანია პირების გათავისუფლება, რომელთა პატიმრობაზე კითხვები არსებობს

მისასალმებელია პოლიტიკურ სპექტრს შორის შეთანხმების მიღწევა, რაც ეუთო ოდირის მთავარი რეკომენდაციაც იყო. საარჩევნო უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესია კონსენსუსზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემის არსებობა.

ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ პირების პატიმრობიდან გათავისუფლებაც, ვის პატიმრობასთან დაკავშირებითაც არსებობს ლეგიტიმური კითხვის ნიშნები. დიდი იმედი მაქვს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება გონივრული გადაწყვეტილებები.

დღეს პირველად გაჩნდა იმედი, რომ დესტაბილიზაციის ნაცვლად პროცესები დემოკრატიული გზით წარიმართოს. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ელჩებს საქართველოში!

წერს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ითვალისწინებს მანდატების 120/30-ზე განაწილებას 1%-იანი ბარიერით. ასევე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

კომენტარები