არჩევნები 2020

ნოდია: პოლიტიკაში "შეთანხმება" და "ვაჭრობა" სინონიმებია, ეს მყარ პრინციპებს არ გამორიცხავს

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე ზოგი ირონიული ღიმილით ამბობს, რომ ეს "პოლიტიკური ვაჭრობის" შედეგი იყო. თითქოს ამ სიტყვის, "ვაჭრობის" გამოყენებით ამ შეთანხმებას რაღაც ჩირქი ეცხობა.

ვეღარ დავძლიეთ თავადურ-ყოყლოჩინური გაგება, რომ "ვაჭრობა" საჩოთირო საქმეა, რომელიც ვიღაც ცუდმა ხალხმა - სომხებმა, ებრაელებმა და ა. შ. - უნდა აკეთონ, ხოლო ჩვენ, ჰეროიკულ-რომანტიკულ ტრადიციებზე აღზრდილ ხალხს, ეს არ გვეკადრება.

პოლიტიკაში "ვაჭრობის" ანუ შეთანხმების და კომპრომისის ალტერნატივა ომი და რევოლუციაა. ხანდახან ომი და რევოლუციაც გარდუვალი ხდება და მისთვის დამახასიათებელი თავგანწირვაც უნდა შეგეძლოს. მაგრამ ომების და რევოლუციების შემდეგაც პოლიტიკური ვაჭრობა იწყება.

პოლიტიკაში "შეთანხმება" და "ვაჭრობა" სინონიმებია (თუ გვინდა, ძალიან ზუსტები ვიყოთ, ყველანაირი შეთანხმება ვაჭრობის შედეგია). ისინი სულაც არ გამორიცხავს, რომ მის მონაწილეებს მყარი პრინციპები აქვთ და ქვეყნის ინტერესებისთვის იბრძვიან.

"ვაჭრობის" მიმართ ამრეზილი დამოკიდებულება მოწმობაა იმისა, რომ დემოკრატიული კულტურა საქართველოში ძნელად იკიდებს ფეხს

პოლიტოლოგი გია ნოდია ოპოზიციისა და ხელისუფლების 8 მარტის შეთანხმებაზე.

კომენტარები