მე არ მგონია, რომ ჩავარდეს [საკონსტიტუციო ცვლილება], იმიტომ, რომ ძალიან ბევრი უჭერს მხარს ამ პროექტს და ეს შეთანხმება მოხდა. მე ამ ზარ-ზეიმს არ ვუერთდები შეთანხმებასთან დაკავშირებით, რადგან ვხედავ მკაფიოდ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა რა მინუსებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას - კოალიციები, რომლებიც ჩნდებიან, მუდმივი რიგგარეშე არჩევნები, რაც ისედაც სუსტი ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკის დამუხრუჭებას იწვევს და ა.შ.
და აი, მერე დადგება პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ყველა იმ პოლიტიკოსის, ვინც ახლა ზარ-ზეიმით არის - რა მაგარ შეთანხმებას მივაღწიეთო