არჩევნები 2020

ვაშაძე პოლიტპატიმრებზე: ხელისუფლება ამბობს იმას, რაც ხელისუფლებამ უნდა ილაპარაკოს

ხელისუფლება ამბობს იმას, რაც ხელისუფლებამ უნდა ილაპარაკოს შექმნილ სიტუაციაში, ოპოზიცია ამბობს იმას, რაც ოპოზიციამ უნდა ილაპარაკოს, საქართველოს მოქალაქე და საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ აკვირდება იმას, რამდენად პატიოსნად შეასრულებს ორივე მხარე აღებულ ვალდებულებებს.

ასჯერ გიპასუხეთ და ასმეერთეჯერ გეტყვით - [8 მარტის შეხვედრაზე] იყო კონკრეტულ გვარებზე საუბარი, რომლებმაც უნდა დატოვონ საპყრობილე და კონკრეტულ გვარებზე, რომლის საქმეებიც უნდა შეწყდეს, იმიტომ რომ ისინი არიან პოლიტმოტივირებულები

ენმ-ის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებასთან მიღწეულ შეთანხმებაზე, რაც მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, საუბარია "მაღალი პროფილის" საქმეებზე.

კომენტარები