არჩევნები 2020

მელია: იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური პატიმარი უახლოეს დღეებში გათავისუფლდება

მე ძალიან კარგად მესმის ქართული ოცნების სპიკერების, რომლებიც ამბობენ, რომ თითქოს პოლიტპატიმრებზე არ ყოფილა საუბარი. მესმის მათი, ისინი ცდილობენ გაამხნევონ საკუთარი ამომრჩევლები. ამაოდ, პირიქით, მე ვფიქრობ მათივე ამომრჩევლების ინტერესებშიც არის, რომ ვითარება ნორმალიზდეს. თუ პოლიტიკური დევნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ განიხილებოდა, მაშინ რა საქმეზე ვიყავით ამ უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში იმ მოლაპარაკების მაგიდაზე, ფასილიტატორებთან ერთად. ბუნებრივია, შეთანხმება შედგა და ამ პირობებს უნდა ახლა შესრულება. იმედი მაქვს, ის პროცესი რომელიც დაიწყო ბატონი კოშაძის გათავისუფლებით ლოგიკურ დასასრულამდე მივა და ყველა პოლიტიკური პატიმარი უახლოეს დღეებში გათავისუფლდება.

ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია ხელისუფლებასთან მიღწეულ შეთანხმებაზე, რაც მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, საუბარია "მაღალი პროფილის" საქმეებზე.

კომენტარები