არჩევნები 2020

მარგველაშვილი: მე ვერ ვხედავ ჩემს თავს მაჟორიტარად, ნიშნავს რომ იმ უბანში ვიქნები ჩაკეტილი

მჯერა რომ ოპოზიციური ერთობა ჩამოყალიბდება მაჟორიტარობაზე მთლიანად...მე ვერ ვხედავ ჩემს თავს მაჟორიტარად. მე მინდა გლობალურ პროცესში შევიტანო ის დეტალები, რაზეც მქონდა ლაპარაკი. მე რომ მაჟორიტარად ვიყარო კენჭი, ეს ნიშნავს რომ იმ უბანში ვიქნები ჩაკეტილი. ჩემი მიზანია, რომ საქართველოში შედგეს მრავალპარტიული დემოკრატია. არ შეიძლება რომ საქართველო წლების განმავლობაში მოძრაობდეს რაღაც გაუგებარი დაპირისპირების ფონზე. 

თქვა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიის წევრების შეხვედრის შემდეგ. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო შეთანხმების მიღწევის შემდეგ ექსპრეზიდენტი ლეიბორისტული პარტიის ოფისში მივიდა, რათა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მადლობა გადაეხადა მიღწეული შეთანხმებისთვის.

კომენტარები