არჩევნები 2020

მამუკა ხაზარაძე: ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის

ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, პოლიტიკური ცხოვრებისთვის, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისთვის და ერთხელ და სამუდამოდ ამით წერტილი დაესმება ერთი, რომელიმე პარტიის ჰეგემონიას, რომ ის არის სახელმწიფო.

მე ახლა ვისმენდი წინა სტუმართან [არჩილ თალაკვაძე] თქვენ საუბარს და განცდა არის, რომ ერთი პარტია არის სახელმწიფო და ისინი წყვეტენ და ისინი წყვეტდნენ ჩვენს ყოველდღიურობას, რომელიც სამწუხაროდ ძალიან არასახარბიელოა. როდესაც ვუკვირდები რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, ერთი სიტყვა არის ამის დამახასიათებლად და ამ პრობლემას ქვია ტყუილი. ჩვენ მმართველი პარტიისგან, მათი ხელმძღვანელებისგან ვისმენთ ტყუილს.

"ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ტელეკომპანია პირველის ეთერში ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის შეთანხმებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილები და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

კომენტარები