კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ერთერთი დაინფიცირებული ვარაუდობს, რომ კორონავირუსი ფულით გადაედო

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, ერთი პირი არის ის, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში იტალიიდან ჩამოსულ ერთ პიროვნებასთან, ვისგანაც კიდევ სამი დაინფიცირდა, ანუ ე.წ პაციენტი ნომერი 5, ვინც ნომერ 4-თან ერთად იყო იტალიაში. ეს ადამიანი ამბობს, რომ თავის მოვალეობას ასრულებდა, რაღაც სამუშაო შეასრულა და ფული აიღო თავის საქმეში და ვარაუდობს, რომ ფულით შეიძლება გადაედო.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე საუბრობს.

კომენტარები