კორონავირუსი

გახარია: რეკომენდაციაა, კერძო და საჯარო უწყებებმა შეძლებისდაგვარად, დისტანციურად იმუშაონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გახლავთ, რომ მოვერიდოთ დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთი თვით გრძელდება სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები. ამასთან ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდება საგაზაფხულო გაწვევა საქართველოს ჯარში. 

საქართველოს მთავრობის და სახელმწიფო ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია მაქსიმალურად, შესაძლებლობის ფარგლებში გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებში და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნაც არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში გადაყვანილი. ასეთივე რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობის და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას.

კორონავირუსის გამო შემქნილ ვითარებასთან დაკავშირებით პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

კომენტარები