ზალკალიანი: ინციფირებული მოქალაქე, რომელიც იტალიაში მკურნალობდა, საავადმყოფოდან გაწერეს

იტალიაში საქართველოს ერთი მოქალაქე იყო კორონავირუსით ინფიცირებული. ის გადიოდა შესაბამის პროცედურებს საავადმყოფოში. ჩვენი მოქალაქე უკვე გაწერეს. საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მან მაინც უნდა გაიაროს საკარანტინო პროცედურები. დარწმუნებული ვარ, ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს.

თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე. მან საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ მივიდნენ საკონსულოებსა და საელჩოებში, ასევე, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში თავი შეიკავონ ფრენისგან.

კომენტარები