კორონავირუსი

წულუკიანი: 14 აპრილამდე, პრობაციონერებს ვათავისუფლებთ ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან

მივმართავ საქართველოში ყველა პრობაციონერს - დღეიდან, 14 აპრილის ჩათვლით, ყველანი ხართ გათავისუფლებულნი პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ ე.წ თითის დადება ან პრობაციის ოფიცერთან, სოცმუშაკთან ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები არის გაუქმებული, თქვენი მოსვლის ვალდებულების შეუსრულებლობა დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით ჩაითვლება საპატიოდ და არავითარი სამართლებრივი შედეგი ამ გამოუცხადებლობას არ მოჰყვება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ -  პრობაციონერებს 14 აპრილამდე ვათავისუფლებთ რეჟიმის ვალდებულებების შესრულებისგან

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კორონავირუსზე.

კომენტარები