კორონავირუსი

კალაძე: თბილისში ღია კაფე-ბარებს ვათავისუფლებთ 2020 წლის იჯარის გადასახადისგან

ახალი კორონავირუსის გავრცელებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ბიზნესს, განსაკუთრებით ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი, ტურიზმის სფერო. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ის მეწარმეები, რომელთაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად, მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები, გავათავისუფლოთ 2020 წლის იჯარის გადასახადისგან. დღესდღეობით თბილისის ტერიტორიაზე 200 მდე ასეთი ღია კაფე-ბარი მოქმედებს და იმედი მაქვს, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მდგომარეობას ამ მეწარმეებს, რომლებთანაც პანდემიის გამო მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი ადგებათ. 

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კომენტარები