ბედინეიშვილი: ეკონომიკის გაჩერებით მიღებული ტრაგედია ბევრად მეტია ვიდრე კორონავირუსით

სრულიად მესმის კორონავირუსისგან გამოწვეული პანიკა. ვხვდები რომ მთავრობის ზომები ქვეყნის ფაქტიურ ჩაკეტვასთან დაკავშირებით პოპულარულია. ბევრს მიაჩნია რომ როცა ადამიანების სიცოცხლეზე ვლაპარაკობთ მატერიალურ ზიანზე წუწუნი არასწორია. საერთოდაც, ეს პანიკა მარტო საქართველოში არაა - მთელ მსოფლიოშია.

და მაინც, ალბათ არაპოპულარულ ანალიზს შემოგთავაზებთ:

რეცესიები უმუშევრობის დონეს საშუალოდ 10-20% ით ზრდის. ანუ, თუ საქართველოში დღეს 220,000 კაცი გვყავს უმუშევარი, ეკონომიკა თუ გავაჩერეთ კიდევ დაახლოებით 25,000 ადამიანი დაკარგავს სამუშაოს.

სამუშაოს დაკარგვა სხვადასხვა შეფასებით ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას 1-1.5 წლით ამოკლებს. მიზეზები სხვადასვაა, სტრესი, გაუარესებული წვდომა ჯანდაცვაზე, თვითმკვლელობის შემთხვევები ა.შ. აქ არაფერს ვამბობ იმაზე თუ უმუშევრად დარჩენილი ადამიანის ოჯახის წევრებზე რა გავლენა აქვს ამას.

შესაბამისად, საქართველო მთლიანად ეკონომიკური კრიზისის გამო სადღაც 40,000 სიცოცხლის წელს დაკარგავს.

მეორეს მხრივ, კორონავირუსმა მსოფლიოში ათასობით ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე. მაგრამ რადგან მსხვეპლის ძალიან დიდი წილი მოხუცებზე მოდის, ჩემი შეფასებით, კორონავირუსი რომ არ შეყროდათ ეს ადამიანები ალბათ კიდევ საშუალოდ 5-10 წელიწადს იცოცხლებდა. ვთქვათ, საშუალოდ 8 წელს.

შესაბამისად, კორონავირუსით მოყენებული, სიცოცხლის წლებში გამოხატული, ზიანი რომ გაუტოლდეს ეკონომიკის გაჩერებისაგან მიღებულ ზიანს, ჩვენ უნდა მოგვიკვდეს 40,000/8=5,000 ადამიანი. კარგად ვიცით რომ ეს შეუძლებელია. კარგ სცენარში ერთეულებს დავკარგავთ, ხოლო ყველაზე ცუდ სცენარში ათეულებს.

დასკვნა: ეკონომიკის გაჩერებით მიღებული ადამიანური ტრაგედია გაცილებით (დაახლოებით 100-ჯერ) აღემატება კორონავირუსის მიერ გამოწვეულს.

მესმის რომ რაც არ უნდა ვუკიჟინოთ ეკონომიკას, რაღაც შენელება მაინც გვექნება და საბოლოოდ ორივეს უნდა ვებრძოლოთ - ვირუსსაც და უმუშევრობასაც. უბრალოდ, კონტექსტი არ დაგვავიწყდეს როცა ყველაფრის გაჩერებისკენ მოვუწოდებთ მთავრობას.

PS. ვირუსთან დიდი სიფრთხილე გვმართებს - ხელები ხშირ-ხშირად უნდა დავიბანოთ!

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ეკონომიკაზე კორონავირუსის გავლენის შესახებ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები