ჭიაბერაშვილი: რაც უფრო გვიტევს ვირუსი, მით უფრო ბუნდოვანია ეპიდემიოლოგიური სურათი

დღეიდან ახალ რეალობაში ვართ. მინიმუმ ჯანდაცვის მინისტრი, ისე კი პრემიერ-მინისტრი უნდა გამოსულიყო ბრიფინგით, რომ მოსახლეობას გაეგო, ეგრძნო, მიმხვდარიყო, რომ ახალ რეალობაში ვართ.

- სხვა საკითხია, ვინაა "პრემიერი".

ბოლო ორი დღეა, რაც უფრო გვიტევს ვირუსი, მით უფრო ნაკლებინფორმაციული და ბუნდოვანი ხდება ეპიდემიოლოგიური სურათის აღწერა.

თავის დამშვიდება, რომ "ბევრ ევროპულ ქვეყანას ვჯობივართ", ადრეა. ისინი სხვა ფაზაში არიან, ჩვენ სხვა ფაზაში ვართ. და ჯერჯერობით გადაგვარჩინა იმან, რომ ჩვენ უფრო ნაკლებად ვართ საერთაშორისო მიმოსვლის ნაწილი, ვიდრე გერმანია ან საფრანგეთი. ჩვენზე ნაკლებგანვითარებულ ბევრ ქვეყანაში ჯერ ჩვენზე ნაკლები შემთხვევაა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ჩვენზე ნაკლებად არიან გლობალური სისტემის ნაწილი.

სოციალური დისტანცირება ჩვენი იარაღია ვირუსის წინააღმდეგ.

დაწერა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ფეისბუქზე. 15 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 3 შემთხვევა დადასტურდა. სულ საქართველოში 33 ფაქტი გამოვლინდა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ არ დაასახელა ქვეყანა, საიდან მოხდა ინფექციის გავრცელება. უცნობია, რა მასშტაბისაა ინფიცირებულთა კონტაქტების წრე.

კომენტარები