კორონავირუსი

გახარია: თუ იქნება საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა, გამოვაცხადებთ, დღეს ეს არ გვჭირდება

საგანგებო მდგომარეობა არ შესძენს მთავრობას რაღაც ისეთ ინსტრუმენტებს, რომელიც დღეს არ გაგვაჩნია. შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას და ასე გავაგრძელებთ.

რაღაც ეტაპზე შეიძლება დადგეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაც, ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. 

ჩვენ ვამბობთ მკაფიოდ - დღევანდელი მონაცემებით, იმ ობიექტური რეალობით და იმ შეფასებებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დღეს არ არის, ხვალ თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს არის მართვის პროცესი, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ დღეს გვჭირდება, გაგვაჩნია. როცა ეს ინსტრუმენტები დაგვიმთავრდება და საჭირო გახდება საგანგებო მდგომარეობა, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსზე.

კომენტარები