კორონავირუსი

კახაძე კორონავირუსზე: მადლობა ყველა ბინადარს, რომელიც თავის წვლილს არ აყვედრის დანარჩენებს

ჯიუტია ადამიანის ბუნება, რაც მეტია გამოწვევა, მით მეტია დაუოკებელი ჟინი, გამარჯვებით გამოვიდეს ამ გამოწვევიდან. შებრძოლებით, კოორდინირებით, სიტუაციის სწორად შეფასებით და რაც მთავარია, ერთმანეთის იმედით. სამოქმედო გეგმაში, ჩვენმა ხელისუფალმა, პირველი სიტყვით მიიპყრო ყურადღება, რომელიც უსაფრთხოებასთან იყო დაკავშირებული და ყველაფერი დანარჩენი ამ უსაფრთხოებასთან იყო აღქმული, კოორდინირებული. დიახ, უსაფრთხოება სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: რწმენა, წესრიგი, განათლება. ჩვენი ქვეყანა დღეს, გადაიქცა ექიმებად, ზოგი სიტყვით უნდა მკურნალობდეს, ზოგი თავის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდეს თავის დაწესებულებაში და რაც მთავარია ხელისუფალი უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც სწორი, სწორუპოვარი, იმედიანი, მართალი, მკურნალი, რომელმაც ზუსტად იცის გამოწვევების შინაარსი, იცის გართულების სავარაუდო პერსპექტივა და აქედან გამოსავლის გზები მოძებნილი აქვს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, სრულიად საქართველოს ყველა ბინადარს, რომელიც გონებრივად მოეკიდა ამ სირთულეს [კორონავირუსს] შეაფასა თავისი თავი, როლი და ადგილი და დღეს, თავის მოკრძალებულ წვლილს არ აყვედრის თავის დანარჩენ მემამულეებს. 

თქვა დეპუტატმა ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

კომენტარები