კორონავირუსი

გახარია: ვირუსს დავამარცხებთ, მაგრამ ქვეყანა უნდა იყოს ნორმალურად ფუნქციონირებადი

როგორც კი დავინახავთ, რომ სხვა გამოსავალი არ არის, საგანგებო მდგომარეობა კი არა, უფრო მკაცრ ზომებსაც მივიღებთ იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის ძირითადი პრიორიტეტია ადამიანის ჯანმრთელობა, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ამასაც მოვერევით, აქედანაც გამოვალთ, მაგრამ ქვეყანა უნდა იყოს ნორმალურად ფუნქციონირებადი, რომ რეგიონში კონკურენტულ გარემოში, სხვებთან შედარებით, უფრო სწრაფად აღვიდგინოთ ის პოზიციები, რომელზეც ვიყავით.

ხომ გახსოვთ წლის დასაწყისში რამხელა პოზიტივი იყო ეკონომიკაში, ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ძაან კარგად მივდიოდით, ნუ, გლობალური გამოწვევაა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ - ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსზე.

კომენტარები