კორონავირუსი

ერქვანია კორონავირუსზე: გარყვნილებას მიცემული კაცობრიობა, ვირუსის შიშის ტყვეობაშია, ძრწის

მსოფლიოში გავრცელებულმა ვირუსმა დაგვანახა, თუ როგორი უძლური და უსუსური აღმოჩნდა მეცნიერების და ტექნიკის განვითარებაში მიღწეული წარმატებებით თვითდაჯერებული ადამიანი. ამპარტავნების სულით შეპყრობილი კაცობრიობა, რომელმაც ღმერთი უარყო და დაუპირისპირდა, მის მიერ დადგენილი კანონების შეცვლა მოინდომა, მარადიულ ცხოვრებას ამსოფლიური ვნებები და სიამოვნება ამჯობინა, გარინდულია.

მსოფლიო პანიკაშია. დაცარიელებული ქალაქები, ჩაკეტილი საზღვრები, გარყვნილებასა და უზნეობას მიცემული კაცობრიობა, რომელმაც ღვთისადმი შიში და კრძალვა დაკარგა, ვირუსის შიშის ტყვეობაშია, ძრწის და კანკალებს სიკვდილის წინაშე, რაც უღმერთობის და ურწმუნოების შედეგია. უნდა გვახსოვდეს, რომ სამყაროს უფალი განაგებს და მისი ნების გარეშე არაფერი ხდება

უმრავლესობის ყოფილი წევრი, ალექსანდრე ერქვანია პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

კომენტარები