კორონავირუსი

კალაძე: ვისაც მოხალისეობა გინდათ, მხოლოდ მერიის ცხელ ხაზს მიმართეთ და გადაგამზადებენ

ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან და ჩვენი სურვილი, დავეხმაროთ რისკის ჯგუფში ყოფ ადამიანებს, საჭიროებს სწორად რეალიზებას.

რაც არ უნდა კეთილი ზრახვა გვამოძრავებდეს, თუ არ გვექნება ზუსტი ცოდნა - როგორ დავეხმაროთ რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, მოხდება ისე, რომ არათუ პრობლემას მოვუხსნით, პირიქით გავუღრმავებთ და საფრთხის წინაშე დავაყენებთ. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მოხალისეების უსაფრთხოება.

აქედან გამოდინარე, მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს და გაწევრიანდეს, მიიღოს მონაწილეობა იმ ღონისძიებებში, რომელიც დედაქალაქის მერიას აქვს დაგეგმილი, მიმართეთ დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზსნ, სადაც ჩვენ მოვინიშნავთ თქვენს ინფორმაციას, სახლის მისამართს, ყველა საკონტაქტო კოორდინატს და დაგიკავშირდებით. 

წითელი ჯვრის დახმარებით და მათი დიდი გამოცდილების გაზიარებით მიმდინარეობს მოხალისეთა გადამზადება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც მოგვმართა და ჩართულია მოხალისეობაში.

მინდა, მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა ამ ღონისძიებებში, მიმართეთ მხოლოდ დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზს, სადაც თქვენ მოგაწვდიან ინფორმაციას, როგორ უნდა იმოქმედოთ. წითელი ჯვრის დახმარებით მოხდება თქვენი გადამზადება, როგორ უნდა იმოქმედოთ ყველა იმ ღონისძიების დროს, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი და მოხდება სრული მხარდაჭერა და თანადგომა იმ თვალლსაზრისით, რომ იქნებით მაქსიმალურად მომზადებული, რომ არ დაზიანდეთ არც თქვენ და არც რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები

თბილისის მერი კახა კალაძე კორონავირუსთან დაკავშირებით.

კომენტარები