კორონავირუსი

ვაშაძე: არავის ეგონოს, რომ საგანგებო რეჟიმის გამოცხადება არის პანაცეა და ეს რამეს უშველის

დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროებას გულწრფელად გეტყვით ვერ ვხედავ. ერთადერთ რასაც ვხედავ, არა ტელევიზიასთან კეკლუცი და ბევრი ბრიფინგია, არამედ საქმის კეთება. საქმე ახლა არის, სწრაფი ტესტირების მექანიზმის შემოტანა, აპარატურის შემოტანა საქართველოში. უკრაინაში არის, სხვა ქვეყნებში არის, საქართველოში არ არის. საგანგებო რეჟიმის გამოცხადება არავის ეგონოს, რომ ეს არის პანაცეა და რამეს უშველის.

ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საქართველოში კორონავირუსის გამო შესაძლო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე საუბრობს.

კომენტარები