სწრაფი ტესტები

ტიკარაძე: ჩინეთის ნაჩუქარი სწრაფი ტესტები შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება საქართველოში

გუშინ საღამოს გვქონდა შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან, გაიწერა ის ალგორითმი, თუ რა ეტაპზე უნდა მოხდეს სწრაფი ტესტით პაციენტების დიაგნოსტირება. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ სწრაფი ტესტის რომელი სახეობა იქნება საქართველოში შემოტანილი.

ჩინეთმა გამოყო საჩუქრად 1000 ცალი სწრაფი ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება საქართველოში და ჩვენ სპეციალისტების მიერ მოწოდებული ალგორითმით მოხდება იმ პირების სწრაფი ტესტირება, რომელზეც გვექნება ეჭვი. 

წარმატებით გრძელდება მოლაპარაკებები კორეის სახელმწიფოსთანაც, საიდანაც ველოდებით დამატებით 200 ათას სწრაფ ტესტს. 

შემდეგი კვირის ბოლოდან ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ იმის საშუალება, რომ მიიღონ მომსახურება ამ მიმართულებითაც.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სწრაფი ტესტების შესახებ.

კომენტარები