კორონავირუსი

კვიციანი: კორონამ უამრავი სიკეთე მოგვიტანა, ემიგრანტები დააბრუნა, გლობალიზაცია შეაჩერა

მადლობა კორონას, უფალმა კორონასთან ბრძოლით გაგვაძლიერა და უამრავი სიკეთე მოგვიტანა - ემიგრანტი დედები უბრუნდებიან შვილებს, სოფლად მიტოვებულ სახლებში 80% დაბრუნდა, გლობალიზაცია, უსაზღვრო ლიბერალიზმი შეაჩერა. ქართველებს დაუბრუნდათ ქართველებისადმი პატივისცემა.

მე პირადად აწი რომც შემეყაროს კორონა, მაინც სამადლობელს ვიტყვი კორონას მიმართ - "მადლობა, ჩემო მტერო კორონა, საკმარისად სიკეთე გვიყავ, აწი წადი მშვიდობით სხვაგან, დანარჩენ მსოფლიოში დაამყარე წესრიგი, ჩვენ გამოვსწორდით! დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი წმიდა სინოდის განჩინებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, სინოდი ეპიდემიას უმოქმედობით პასუხობს - ღვთისმსახურებები არ შეჩერდება და ზიარების წესი არ შეიცვლება. 20 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით მსოფლიოში 266 175 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 11 186 დაიღუპა.

კომენტარები