მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე: ტრაბახს აქვს ადგილი, ვინ უფრო მაგარი ქრისტიანია, ვის უფრო არ ეშინია

ტრაბახს აქვს ადგილი, ვინ უფრო მაგარი ქრისტიანია, ვინ უფრო მაგარი ქართველია, ვის უფრო არ ეშინია და ა.შ. მე მირჩევნია დღეს ვიყოთ ძალიან ძალიან ფრთხილები, კონცენტრირებულები და ეს საფრთხე კარგად გავითავისოთ...

...ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში. სახელმწიფოს მოვალეობაა უკლებლივ და თანაბრად უზრუნველყოს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა. სახელმწიფოს ვალია, როცა ის გამოდის და აცხადებს საგანგებო მდგომარეობას, რომ განავრცოს ის ყველა ჩვენს მოქალაქეზე...

...აქ საუბარი არაა რწმენა-არ რწმენაზე. საუბარია ადამიანების უსაფრთხოების დაცვაზე და სხვა ადამიანების უსაფრთხოების დაცვაზე. მოვისმინე, რომ ბათუმში წირვას ატარებენ ეზოში. ესეც ერთ-ერთი ფორმაა, როგორ გავაკეთოთ პრევენცია. ვფიქრობ, ცოტა მოუმზადებელი ვხვდებით ამ კვირას. მენეჯმენტი გვაკლია. როცა სახელმწიფო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, მას უნდა ჰქონოდა კონსულტაცია არა ზიარების საიდუმლოებაზე, არამედ იმაზე, როგორ უნდა მოხდეს გახმოვანება, ამ ადამიანების ეზოში ისე განლაგება, ახსნა განმარტება რომ არ მოხდეს გამოუსწორებელი რამ.

აქ არ არის საუბარი, რომ ადამიანს აეკრძალოს ეკლესიაში მისვლა, მაგრამ უნდა ამოქმედდეს დასწრების განსაკუთრებული წესები.

თქვა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში.

კომენტარები