კორონავირუსი

მეუფე თეოდორე: დიდმარხვის დროს გვმართებს ვიაროთ ლოცვაზე, მაგრამ დავიცვათ რეკომენდაციები

არ უნდა ვიფიქროთ რომ ჩვენ არ დაგვემართება და ჩვენ დაცულები ვართ. არავინ არა ვართ დაცული ამ ქვეყანაზე. ამიტომ უნდა მოვუფრთხილდეთ საკუთარ თავს და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა ტაძარში ყველაფერი თავისი ტიპიკონის მიხედვით ჩატარდება, მაგრამ ყველაფერი ჩატარდება ასეთ მდგომარეობაში, კარები ყოველთვის იქნება ღია და ძირითადად მრევლი დაესწრება გარეთ. დიდი მარხვის ამ პერიოდში, პირიქით, ის კი არ გვმართებს რომ ლოცვაზე არ ვიაროთ, ჩვენ გვმართებს რომ ვიაროთ ლოცვაზე, მაგრამ დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რასაც იძლევიან. 

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე ჭკუაძე

კომენტარები