კორონავირუსი საქართველოში

ექიმი ნანა ჩართოლანი: ფანატიზმის გარეშე გავუწიოთ წინააღმდეგობა ვირუსს

ბევრი კამათი მიდის ზიარებასთან და წირვა-ლოცვასთან ვირუსის გავრცელების ბმაზე. ჩემი აზრით, ძალიან მარტივია ყველაფერი, ეკლესიის მრევლი უნდა დაემორჩილოს იმ რეკომენდაციებს, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინე, რომ ისეთი ექიმებიც არსებობენ, რომლებიც არ თვლიან საჭიროდ საეკლესიო რიტუალების შეჩერებას და არც ერთი კოვზით ზიარებას თვლიან საშიშად. მაგალითად, ერთ დისკუსიაში ერთი ექიმი წერს, ზიარებით ჯერ არავინ დასნებოვნებულაო. არ ესმის, რომ ზიარებით კი არ ავადდება ადამიანი, არამედ ვირუსით, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე გადადის და ამ გადაცემის შანსი ძალიან იზრდება რიტუალების ჩატარების დროს.

ადამიანს რწმენა აძლიერებს გასაჭირის დროს, ამიტომ მოვუხმოთ გონიერებას, ვთხოვოთ ღმერთს შეწევნა და ფანატიზმის გარეშე გავუწიოთ წინააღმდეგობა ვირუსს, სწორი მოქცევით შევამციროთ ის დანაკარგი, რაც აუცილებლად გველის.

წერს პედიატრი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ექიმი ნანა ჩართოლანი საკუთარ Facebook გვერდზე.

კომენტარები