კალაძე: დღეს მქონდა კომუნიკაცია პაოლო მალდინისთან და თავს უკეთ გრძნობს

იტალიაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. დღეს მქონდა კომუნიკაცია ჩემ მეგობრებთან, პაოლო მალდინისთან, რომელიც ყველასთვის ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავია და ამ ვირუსითაა დაავადებული, თავის შვილთან ერთად. დღეს ვესაუბრე მას და თავს უკეთ გრძნობს.

ზოგადად, იტალიას რაც შეეხება, საზოგადოება ძალიან შეშინებულია, საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. მილანი და მისი შემოგარენი, ლომბარდიის რეგიონი მთლიანად დაკეტილია. ერთერთი მძიმე მდგომარეობა ზუსტად ამ რეგიონშია. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რათა რაც შეიძლება დროულად მოხდეს ადამიანების გამოჯანმრთელება, თუმცა ძალიან დიდია ინფიცირებულთა რიცხვი და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იზრდება ყოველდღიურად. ძალიან რთულ პირობებში უწევთ ადამიანებს მუშაობა.

კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, რომ ძალიან ყურადღებით ვიყოთ. არ მინდა, ვინმე დავაპანიკო, თუმცა განსაკუთრებული სიფრთხილე და ზომების დაცვაა საჭირო, რომ ის ვითარება, რაც ევროპის განვითარებულ ქვეყნებშია, თავიდან ავირიდოთ.

თბილისის მერი კახა კალაძე COVID-19-თან დაკავშირებით იტალიაში არსებულ მდგომარეობაზე.

კომენტარები