კორონავირუსი საქართველოში

ეპიდემიოლოგი: მოქალაქეებს უმორჩილესად გთხოვთ, აღიარეთ ვისთან გქონდათ კონტაქტი, ნუ დამალავთ

მოქალაქეებს ვთხოვ უმორჩილესად, ვემუდარები, ნუ დამალევენ თუკი ჰქონდათ კონტაქტი პირდაპირი ან ირიბი [დაინფიცირებულთან] უმორჩილესად გთხოვთ, აღიარეთ ვისთან გქონდათ კონტაქტი, რომ გადარჩეს საქართველო და გადარჩეს მსოფლიო. ეს იზოლაცია აუცილებელია.

ეპიდემიოლოგი მედეა ჯოხაძე. ის მარნეულის შესასვლელთან მოსახლეობას ამოწმებს. საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 54 შემთხვევიდან ერთერთი მარნეულში მცხოვრები ქალია, რომელსაც, NCDC-ის ინფორმაციით, 90-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. პრემიერმინისტრ გახარიას ინფორმაციით, ქალმა სარიტუალო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ბოლნისიდან ჩამოსული ადამიანებიც მონაწილეობდნენ. ამ მიზეზით, ხელისუფლებამ მარნეულის და ბოლნისის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

კომენტარები